ახალი ამბები
ხაშურის ორ საბავშვო ბაღში გათბობის სისტემა დაზიანდა
ხაშურის 1-ელ და მე-7 საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემა დაზიანდა. მრავალჯერშეკეთების მიუხედავად, მე-7 საბავშვო ბაღში, ტუმბოები ვეღარ აღადგინეს.

მე-7 ბაღის დირექტორი, ლიანა საბანაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ახალი ტუმბოს მონტაჟი. იგი ადასტურებს, რომ ტუმბო ბევრჯერ შეაკეთეს.

გათბობის გარეშეა დარჩენილი 1-ელი საბავშვო ბაღიც, მან პრობლემის შესახებ ინფორმაცია მერიას 29 მარტს მიაწოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები