ახალი ამბები
ცხინვალის საპატიმროდან გუგუტიანთკარელი რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს
2-თვიანი პატიმრობის შემდეგ გუგუტიანთკარელი რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს. ერგნეთის საგუშაგო ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს.

35 წლის მამაკაცი, რუსეთის სამხედროებმა საკუთარი სოფლიდან 2 თებერვალს წაიყვანეს.

რამაზ ბეღელური მესამედ იყო დაკავებული. როგორც იგი აცხადებს, ჯერ ერთვიანი, შემდეგ პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივეს და 2 თვე მიუსაჯეს.

იგი აღნიშნავს, რომ ცხინვალის საპატიმროში ყოფნის პერიოდში, პრობლემები მისთვის არ შეუქმნიათ. გაიხსენა სხვა პატიმრების მდგომარეობას, რომლებიც გამყოფ ხაზთან არიან დაკავებული:

,,ვიცი, რომ ზაზა გახელაძემ ოპერაცია გაიკეთა. ის მესამე სართულზე ყავთ და ხშირად ვერ ვხვდებოდი. ნერვიულობდა ოჯახზე. გენადი ბესტაევს კი კიდევ ერთი წელი დარჩა საპატიმროში ყოფნის ვადა. სხვა დეტალები არ ვიცი' - აღნიშნა მან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები