ახალი ამბები
სამთავისში კორონავირუსის გამო პოლიციის კონტროლი გაძლიერდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საპოლიციო კონტროლი გაძლიერდა.

ამის მიზეზი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის გაზრდა გახდა.

"მეოთხე დღეა, რაც სამთავისის ტაძარი, საბავშვო ბაღი და სკოლა დაიკეტა, კორონავირუსის გავრცელების გამო. ინფიცირებულების ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, თანდათან ემატებიან. ეკლესიის წინამძღვარს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ტაძრის სამრევლოს უმეტესობა ინიცირებულია. ასევე, ინფიცირებულები არიან სკოლის პადაგოგები. ამ ეტაპზე ჩემი ინფორმაციით დაახლოებით 30-მდე ადამიანს დაუდგინდა კოვიდ -19, ველოდებით კიდევ ტესტის პასუხებს,"-გვითხრა მერის წარმომადგენელმა მალხაზ ჯაბინაშვილმა 29 მარტს.

შიდა ქართლის რეგიონი - გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობა - 30

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა -1160. მათ შორის - 221 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა - 525 ადამიანი. გამოჯანმრთელდა-32 ადამიანი.

თვითიზოლაციიდან მოიხსნა -6 ადამიანი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები