ახალი ამბები
მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" დაადასტურეს.

მწერალი ,,ნიუ ჰოსპიტალის'' რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დოჩანაშვილს 2010 წელს გადაეცა პრემია "საბა" "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის", ასევე, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის "ბრმადყოფილზე".

თბილისის მერიამ გურამ დოჩანაშვილი 2020 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ დაასახელა.

ფოტოზე: გურამ დოჩანაშვილი ხაშურში, სკოლის მოსწავლეების მიერ ორგანიზებულ საღამოზე
Print

სტატიის გამოყენების პირობები