ახალი ამბები
გორის პოლიცია არ განმარტავს, თუ რა მოხდა ელექტროფიკაციის დასახლებაში
გორში ელექტოფიკაციის დასახლებაში პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ პატრულის 2 ეკიპაჟი, ასევე, თეთრი შკოდა, რომლითაც საპატრულო პოლიციის ხელმძღვნელობა სარგებლობს, სასწრაფოს მანქანა წუხელ დაახლოებით 12-დან 1 საათამდე პერიოდში გამოჩნდა. თუმცა იმის გამო, რომ გარეთ გასვლა აკრძალულია, ვერ გაარკვიეს, რა ხდებოდა მათ დასახლებაში.

სასწრაფო დახმარების მანქანამ დასახლება პოლიციის ესკორტის მეშვეობით დატოვა.

ფაქტის შესახებ შს სამინისტროს პრეს-სამსახური კომენტარს არ აკეთებს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები