ახალი ამბები
გორის სოფელ ხიდისთავში კომენდანტის საათის დარღვევის გამო არასრულწლოვნები დააჯარმეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ახალგაზრდები, მათ შორის, არასრულწლოვნები დააჯარიმეს.

შემთხვევა დაახლოებით 22 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მოხდა.

16-წლის მოზარდი აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოზარდმა 112-ზე დარეკა და უფლებების დაცვა ითხოვა. ის გენინსპექციაში გადაამისამართეს. 16-წლის მოზარდმა რეაგირება მოითხოვა.

ახალგაზრდამ სამედიცინო დახმარების ბრიგადაც მოითხოვა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები