ახალი ამბები
,,ტირიფონის არხის 6 კმ-იანი მონაკვეთი გავწმინდეთ'' - საქართველოს მელიორაცია
გორის მუნიციპალიტეტში ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გაწმინდეს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს "საქართველოს მელიორაცი" ავრცელებს.

ამავე სამსახურის ცნობით, სამუშაოები სოფელ ერგნეთისა და თერგვისის მონაკვეთებზე ჩაატარეს. არხით 2500 ჰექტარამდე მიწის ფართობი ირწყვება.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით 11 სოფლის (ტირძნისის, მეღვრიკისის, ბროწლეთის, ტყვიავის, ფლავის, ფლავისმანის, მეჯვრისხევის, ზერტის, აძვის, ახალუბნისა და ჯარიაშენის) მოსახლეობა ისარგებლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები