ახალი ამბები
სტუმრად იკორთას მონასტერში
ასე გამოიყურება მე-12 საუკუნის ისტორიული ძეგლი იკორთაში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. რუსი ტურისტების ჯგუფის წევრებმა ფოტოები გადაიღეს და ბლოგიც გამოაქვეყნეს.

კირილისა და ანიას ბლოგი, ზოგადად, როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვიზიტს, ასევე, საქართველოში სტუმრობას ეძღვნება.

ისინი საქართველოში 2017 წელს მოგზაურობნდნენ და ყველაფერი ასახეს. გთავაზობთ, იკორთაში მათი სტუმრობის შემდეგ, გამოქვეყნებულ მასალიდან ამონარიდს:



,,არცევში გზიდან გადავუხვიეთ ჩრდილოეთით, მაგრამ მხოლოდ სასაფლაოზე მოხვედრა შევძელით. გზა ძალიან დაზიანებულია. მანქანა სასაფლაოზე დავტოვეთ და სამი კილომეტრი გავიარეთ იკორთამდე.

ბოლოს და ბოლოს, მიუვუახლოვდით შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურას - მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას.



წავიკითხეთ იკორთას ისტორია, მისი როლის შესახებ შიდა ქართლის ცხოვრებაში და ზოგადად ქართული კულტურის ცხოვრებაში. შემდეგ დიდხანს დავდიოდით ეკლესიის გარშემო და ვათვალიერებდით ფასადების უსასრულოდ მრავალფეროვან დეტალებს.
სხვათა შორის, აღმოსავლეთის ფასადი სამთავისის ტაძარს ძალიან მოგვაგონებს, რომელიც აქედან 15 კილომეტრის არის დაშორებული.

რა დაემართება შემდეგ იკორთას? თითქოს ვიცი ...

რა მოუვა მას? ვის სჭირდება ქართული არქიტექტურის ეს შედევრი ქვეყანაში, სადაც ქართველები მტრებად ითვლებიან? იკორთა ახლა თითქმის მიუვალია, გზები დანგრეულია. ხალხი თითქმის არ არის.

ჩვენ დაბლა ჩავედით მანქანასთან და გადავხედეთ მტკვრის ხეობას. იქ არის ნორმალური ცხოვრება, მინდვრები, ბაღები, სოფლები, ტაძრები, ხალხი. აქ კი არის ნანგრევები, მიტოვებული სოფლები და სამხედრო ბაზები ...'' - ციტატის დასასრული
Print

სტატიის გამოყენების პირობები