ახალი ამბები
მანქანა მგზავრებიანად მდინარე ჭერათხევში ჩარჩა / ხაშური
მაშველებმა ხაშურში, მდინარე ჭერათხევში ავტომობილით ჩარჩენილი სამი მოქალაქე უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს.

სოფელ ალში მოქალაქეები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, ავტომობილს ტექნიკური პრობლემა შეექმნა.

ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, რომელთა მუშაობის შედეგად მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს
Print

სტატიის გამოყენების პირობები