ახალი ამბები
გოსტიბესთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბესთან მისასვლელი გზა ჩაიკეტა. ფოტოები სოფელ ახალციხის წარმომადგენელმა გურამ ბარნოვმა გადაიღო.

მისი ინფორმაციით, დაზიანებულია ე.წ. გადმოსაყარის ტერიტორია:

გურამ ბარნოვს კასპის მერიამ 100 ლიტრი საწვავი გაატანა, თუმცა სოფლის გამგებელმა, დაქირავებული ტრაქტორით გზის გაწმენდა ბოლომდე ვერ შეძლო. გურამ ბარნოვი დამატებით ტექნიკას ითხოვს.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა დღეს ახალი ტრაქტორი დაიქირავა. მას იმედი აქვს, რომ გზის გაწმენდა მოხერხდება.

,,თოვლის ხვეტისა და გზის გაწმედის სამუშაოები ხორციელდებოდა ჩვენს ხელთ არსებული რესურსით (ექსკავატორ ჯ.ს.ბ. -ს საშუალებით) ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით ჩვენი ტექნიკით ვერ ხერხდება პრობლემის მოგვარება.'' - აღნიშნავენ კასპის კეთილმოწყობის სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები