ახალი ამბები
დღეიდან პენსიის წინსწრებით აღების სერვისი გაუქმდა
დღეიდან, პენსიის წინსწრებით აღება პენსიორებს აღარ შეუძლიათ. ამის შესახებ ლიბერთი ბანკმა მომხმარებლებს შეტყობინება გაუგზავნა.

როგორც ბანკში განმარტავენ, თითოეული პენსიონერი თანხას, მხოლოდ, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, განსაზღვრულ დღეებში მიიღებს.

"პენსია ჩარიცხვამდე" – ლიბერთი ბანკის მიერ მომხმარებლისთვის სერვისის გაუმჯობესების და გამარტივების მიზნით შექმნილი პროდუქტი იყო, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა სახელმწიფოს მიერ საპენსიო/ სხვა სოციალური თანხის ჩარიცხვამდე ​კუთვნილი პენსია/სოციალური გასაცემელი წინასწარ მიეღო.

"პენსია ჩარიცხვამდე" სერვისით სარგებლობა შეეძლო მხოლოდ სახელმწიფო პენსიის და სხვა სოციალური გასაცემლის მიმღებ პირს (გარდა დევნილთა და სოციალური შემწეობისა) ასაკის მიუხედავად, რომლის ყოველთვიური პენსია/სოციალური გასაცემელი განისაზღვრებოდა 45 ლარიდან 300 ლარამდე მოცულობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები