ახალი ამბები
ხაშურის სოფელ ქემფერში სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება
ხაშურის სოფელ ქემფერში, სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

ახალი საჯარო სკოლა 84 მოსწავლეზე იქნება გათვლილი. მოეწყობა 7 საკლასო ოთახი 2 ცვლისთვის.

დაპროექტებულია 20 მოსწავლეზე გათვლილი ლაბორატორიული ოთახი, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ბუფეტი, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო და ადმინისტრაციული პერსონალის სათავსები.

ამჟამინდელი სკოლა 1979 წელს აშენდა. სწავლობს 39 ბავშვი. სკოლის რეალიბილიტაციისთვის 1,8 მლნ ლარი იხარჯება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები