2016 წლის იანვრიდან მთის კანონი ამოქმედდა. ამ კანონით მაღალმთიანი
სოფლების ნაწილს, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრიდან ზევით
მდებარეობს,სოციალური და საგადასახადო შეღავათი დაუწესდა.
საქართველოში შეღავათები 1580-ზე მეტ სოფელს შეეხო, აქედან 97
მაღალმთიანი სოფელი შიდა ქართლშია.
ამ სოფლებში 8399 ადამიანი ცხოვრობს . შეღავათებს-ოჯახები პირველ და
მეორე შვილზე ერთი წლის განმავლობაში 100, შემდეგ შვილზე 200 ლარიან
დახმარებას მიიღებენ.
ყოველთვიურ დანამატს, 180 ლარს მიიღებენ პედაგოგები და ექთნები,
ექიმებს კი ხელფასი 360 ლარით გაეზრდებათ. 20%-ით მოიმატებს
მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების პენსიაც.
შეღავათებით ისარგებლებს ყველა ის ოჯახი, რომელიც მაღალმთიან სოფელში
9 თვეზე მეტია ცხოვრობს, ახლად დასახლებულებისთვის კი იგივე
შეღავათები 9 თვის შემდეგ ამოქმედდება.
სტატიის გამოყენების პირობები