ახალი ამბები
წლის სპორტსმენის ლადო ხინჩეგაშვილის გზა
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მის ბიოგრაფიასა და პროფესიული მიღწევების ჩამონათვალს გთავაზობთ:

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაიბადა 1991 წლის 18 აპრილს, ქალაქ გორში.

ჭიდაობა 8 წლის ასაკში დაიწყო.

მისი მწვრთნელები იყვნენ და დღესაც არიან ნუგზარ სხირელი და არკადი ხინჩიკაშვილი . ( ნუგზარ სხირელი 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა).

2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე დორტმუნდში მოიპოვა ვერცხლის მედალი (55 კგ)

2012 წელს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი (55 კგ)

2013 წელს თბილისში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი (60 კგ)

2014 წელს ვანტაააში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი (57 კგ)

2014 წელს ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი (57 კგ)

2015 წელს ლას-ვეგასში ოქროს მედალი (57 კგ)

ვლადიმერ ხინჩეგაშვილს უკვე აქვს რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.

24 წლის სპორტსმენი გორში დედასთან ერთად ცხოვრობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები