ახალი ამბები
ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი ვარიანელია
დღეის მდგომარეობით, 23 დაკავებულს შორის, რომლებსაც ბრალი,  ჟურნალისტებზე 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წაუყენეს, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მამაკაცია.

კერძოდ, დაკავებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული ილია ქებაძე.

მას ბრალი ედება მთავარი არხის ოპერატორის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში, ასევე, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე.

,,დაკავებულმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.'' - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები