ახალი ამბები
ქორდში გამართული ჭიდაობის შედეგები, სადაც ბიზნესმენმა გამარჯვებულებს 15 000 დოლარი გაუნაწილა
ცნობილი ხდება იმ მოჭიდავეების ვინაობა, რომლებმაც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქორდში გამარჯვებას მიაღწიეს და საპრიზო ფონდი, 15 000 დოლარი გაინაწილეს.

აბსოლუტური ფალავანი გახდა დავით ლორიაშვილი, მას 3000 დოლარი ერგო, ხოლო საუკეთესო ფალავანს - ლადო ახალკაცს 500 დოლარი გადასცეს.

სხვადასხვა წონაში გამარჯვებულებს კი, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მიხედვით, გადასცეს 1500, 1000 და 500 დოლარი.

მოჭიდავეებისთვის საპრიზო ფონდი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, გივი ჯალაბაძემ გამოყო. მისი ინიციატივით, ყოველწლიურად, სოფელში ტარდება, აწ გარდაცვლილების: არმაზ და მიშა ჯალაბაძეების ხსოვნის საპატივსაცემოდ ტურნირი.

წლევანდელი ტურნირის, რომელიც 31 ივლისს საღამოს დაიწყო და 1 აგვისტოს დილის 3 საათამდე გაგრძელდა, გამარჯვებულები არიან:

60 კგ.

1) მასურაშვილი
2) გოგიჩაშვილი
3) ოთიაშვილი

70 კგ.

1) თ.ნოზაძე
2) ნ.ჭიკაიძე
3) დვალიშვილი

80 კგ.

1) ე.ოძელაშვილი
2) ტატულაშვილი
3) გოჩილაიძე

90 კგ.

1) პაპუნაშვილი
2) სიდამონიძე
3) ლ. მაისურაძე


ა ბ ს ო ლ უ ტ უ რ ი:
1) დ. ლორიაშვილი
2) დემეტრაშვილი
3) პ. ღვინიაშვილი.


ქვემოთ ფოტოზე: 73 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები

Print

სტატიის გამოყენების პირობები