ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 3 აგვისტო
ბოლო 24 საათში გამოვლინდაკორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, გარდაიცვალა 34 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 388 893-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 841 საიდანაც: 6 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 029, აჭარაში - 691, იმერეთში - 872. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში - 556, აჭარაში - 114, იმერეთში -282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 14, იმერეთში - 17. 2 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 022 - თბილისში, 820- აჭარაში. 25 623 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 2 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 990 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 246 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 233 პირი, აჭარაში - 4 362, იმერეთში - 2 892.
Print

სტატიის გამოყენების პირობები