ახალი ამბები
გორის მერის ხელფასი არა 2000, არამედ 3200 ლარია
,,მერების ხელფასები შეადგენს დაახლოებით 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად ამოვარდნილია და საერთოდ შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან.''- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

იგი გამოდის ინიციატივით, რომ 2022 წლიდან მათი ხელფასები გაიზარდოს.

სინამდვილეში კი, გორის მერის ხელფასი გაზრდილია და ამჟამად შეადგენს 3200 ლარს

რაც შეეხება დანარჩენ პირებს:

1-ელი მოადგილე - 2500
მოადგილე - 2350 ლარი

სამსახურის უფროსი - 1700 ლარი
სამსახურის უფროსის მოადგილე - 1400 ლარი

განყოფილების უფროსი - 1200 ლარი
განყოფილების უფროსის მოადგილე - 900 ლარი
უფროსი სპეციალისტი - 800 ლარი.უმცროსი სპეციალისტი - 700 ლარი.

გორის მუნიციპალიტეტმა საშტატო ნუსხა 2017 წელს დაამტკიცა, თუმცა მას შემდეგ, 26 ცვლილება განახორციელეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები