ახალი ამბები
ხაშურის საავადმყოფოში H1N1 ვირუსის გამოკვლევა ვერ ხერხდება
ხაშურის ერთადერთ საავადმყოფოში ღორის გრიპის ვირუსის იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საავადმყოფოს მენეჯერმა თემურ მძინარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უქონლობის გამო, H1N1 ვირუსის გამოკვლევა ვერ ხერხდება.

,, ამ სეზონზე მომატებულია ზემო სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევები. საეჭვო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კი, პაციენტებს თბილისში იაშვილის კლინიკაში ვაგზავნით“. - ამბობს მძინარაშვილი.

დღეის მდგომარეობით საქართველოში ღორის გრიპით გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

მძიმე ფორმებით დაავადებული პაციენტები დასავლეთ საქართველოდან იყვნენ.

მთელი საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები