ახალი ამბები
დღეიდან ქორწილების, ქელეხებისა და იუბილეების მასპინძლობა იკრძალება
კორონავირუსის პანდემიის გამო, დღეიდან აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიც არის ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მან საზოგადოებას საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება გააცნო.

ყველა სარიტუალო დარბაზი, რომელიც მსგავს ღონისძიებას ჩაატარებს 10 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ობიექტს დალუქავენ.

გარდა ამისა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ღია ცის ქვეშ, ხუთზე მეტი ადამიანის შეკრების დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. პირბადის ტარება აუცილებელია ასვე დახურულ სივრცეში. ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა არ იცვლება და დამრღვევი 20 ლარით დაჯარიმდება.

"მთავრობის დადგენილებით მსგავსი ღონისძიების გამართვისთვის კვების ობიექტის თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 000 ლარით ხოლო განმეორების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი ობიექტის დახურვა" – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამასთან, დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ღია სივრცეებში სადაც 5 ადამიანზე მეტი იკრიბება, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები