ახალი ამბები
სარტყელაში არარეგისტრირებული სამხერხაო აღმოაჩინეს - ხაშური
ხაშურის მუნიციპალიტეტში მორიგი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდარღვევა გამოვლენილია სოფელ სარტყელას მიმდებარე ტყის მასივში, სადაც მოქალაქეს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო ჰქონდა განთავსებული.

,,ადგილზე დაფიქსირდა სპეციალურად მოწყობილ ლიანდაგზე დამონტაჟებული მუშა მდგომარეობაში მყოფი ლენტური ხერხი, დენის წყარო (დიზელისძრავიანი გენერატორი), ცირკული ხერხი და სალესი მოწყობილობა. არარეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია 5,2 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 10 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მორი.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები