ახალი ამბები
გორის სოფლებში კოვიდის პრევენციის მიზნით აცრები დაიწყო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც დაიწყო

კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრები დღეიდან სოფლების ამბულატორიებშიც ხელმისაწვდომია. აცრის პირველი კაბინეტი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში ამოქმედდა, სადაც ამბულატორიის დირექტორი ნიკოლოზ ძამუკაშვილი პირველი აიცრა.

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ვაქცინაცია გათვალისწინებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 5 ლოკაციაზე.

სოფლების ამბულატორიებში ვაქცინაციის პროცესს კლინიკა ,,გორმედი“ უზრუნველყოფს. სამედიცინო ქსელის კლინიკური დირექტორის განცხადებით, სოფლად ხელმისაწვდომია ,,სინოფარმით“ და ,,სინოვაკით“ ვაქცინაცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები