ახალი ამბები
გორში ხოჯევანიშვილების გაზგასამართი სადგური დალუქეს
,,აღარ ვმუშაობთ, აღწერები დაიწყეს'' - გვითხრეს გორში, კომპანია ,,გაზლენდის'' კუთვნილ ობიექტზე, სადაც მოსახლეობას თხევადი აირის მიწოდებას უზრუნველყოფს.

თანამშრომლებმა არ იცია, რა გახდა ობიექტის შემოწმების საფუძველი, თუმცა, ეს ფაქტი იმ ხანძარს ემთხვევა, რომელიც ცოტა ხნის წინ, გაზგასამართ სადგურზე ,,გაჩნდა''.

,,გაზლენდი'' შინდისის გზატკეცილის დასაწყისში მდებარეობს. 2019 წელს 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ხოჯევანიშვილი იყო. მან კომპანია სამართავად სიმონ ხოჯევანიშვილზე გადააფორმა.

2019 წელს შევსებული დეკლრაციის მიხედვით, გიორგი ხოჯევანიშვილს ამ ობიექტიდან წელიწადში 120 000 ლარი ჰქონდა შემოსავალი.

,,გაზლენდს'' პრობლემები წლების განმავლობაში არასდროს შექმნია. კომპანია გიორგი ხოჯევანიშვილის მამამ, ნუგზარ ხოჯევანიშვილმა დაარსა, ხოლო შვილს მემკვიდრეობით ერგო მამის გარდაცვალების შემდეგ.

გიორგი ხოჯევანიშვილი ამჟამად პარტია ,,საქართველოსთვის''  და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გახარიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები