ახალი ამბები
გაზისა და წყლის მილების ქსელი გორში
გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე #35 კორპუსში გაზისა და წყლის მილები დაზიანებულია. დაზიანება ეროზირებულმა მილებმა გამოიწვია, საიდანაც წყალი ჟონავს. წყალი კი გაზის მილებზეც გადადის.

ამავე კორპუსში მცხოვრები ნათია შერაზადაშვილი აცხადებს, რომ მილებიდან გაზიც ჟონავს.

,,ფანჯრის ძირში კედლები გამიუბედურდა. ვიღაცის მილს გასდიოდა წყალი და ასხავდა ჩვენს კედელს, არ ვიყავი აქ და დაობებული დამხვდა კედელი. ერთი ცენტრალური მილი მაინც გაკეთდეს, რომ ასე ობობას ქსელივით არ იყოს ამოსული ჩემს ფანჯარასთან ამდენი მილები",- გვითხრა ნათია შერაზადაშვილმა.

მილების ქსელი ყოფილი კაფე ,,მერცხალის'' სახურავზეა დამონტაჟებული. კაფე ნაგვის ბუდედაა გადაქცეული.

,,ჩემი სახლის დაბლა მიგდებული, ძველი ,,კაფე მერცხალია". წლებია დალეწილი და დანაგვიანებულია კაფის სახურავი.



,,თუ პატრონი ყავს და ვერ უვლიან, გაყიდონ მაინც.'' - აცხადებს ნათია.

გორის მერიაში არსებობს თანადაფინანსების პროგრამა, რომლის მიხედვით, ამხანაგობას შეუძლია საერთო ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.

,,მივმართეთ ამხანაგობის თავმჯდომარეს, მაგრამ მისგან არანაირი რეაგირება'' - ამბობს ნათია შერაზაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები