ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 280 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 12 აგვისტო
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 466 326-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.52%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 310 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 412 420-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 279 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 128 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა, აჭარა - 811, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 246, შიდა ქართლი - 280, გურია - 106, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 287, კახეთი - 398, მცხეთა-მთიანეთი -101, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 47 601 საიდანაც: 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 068, აჭარაში - 898, იმერეთში - 964. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 355 პირი, მათ შორის, თბილისში - 586, აჭარაში - 139, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 311 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 22, იმერეთში - 18. 3 288 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 494 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 37 686 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 026 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 605 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 817, პირი, აჭარაში - 5 495, იმერეთში - 4 036.
Print

სტატიის გამოყენების პირობები