ახალი ამბები
ტკბილეულობის საწარმოში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს
თბილისში, თანამშრომლებს შორის დაწყებული კონფლიქტი სასტიკი მოვლელობით დასრულდა - 45 წლის მამაკაცს თანამშრომელმა თავში ჯერ ჩაქუჩი ჩაარტყა, მოგვიანებით კი ყელი გამოჭრა.

ფაქტი ტკბილეულობის საწარმოში მოხდა. მოკლული გიორგი ბასიაშვილი სამი შვილის მამაა, ის კასპში ცხოვრობდა.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, თბილისში, პირადი წყენის საფუძველზე, 1976 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღის და ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც გ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ქ. მომხდარიდან მალევე დააკავა.

სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და ჩაქუჩი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები