ახალი ამბები
,,განახლებული რეგიონების'' პროგრამის ფარგლებში კასპის ცენტრში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
,,განახლებული რეგიონების'' პროგრამის ფარგლებში კასპის ცენტრში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

სააკაძის სკვერის გარდა, შენობის ფასადებიც შეიცვლება. 

ეს პროგრამა 2021 წლის აპრილში დამტკიცდა. ის 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

პროექტები ხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები