ახალი ამბები
ნიქოზის სკვერისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა
ნიქოზის სკვერისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. დასასვენებელი სკვერის მოწყობისთვის გორის მერიამ 88 000 ლარი გაითვალისწინა.

პროექტის მიხედვით, სამუშაოები 3 თვეში უნდა დასრულებულიყო.

წინასწარი ინფორმაციით, პროექტი ეხება აგვისტოს ომში დაღუპული სამართალდამცველების მემორიალთნ არსებულ სკვერს.

რატომ არ მიიღეს მონაწილეობა კომპანიებმა? კომპანიას, ტენდერში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, უნდა დაეკმაყოფილებინა შემდეგი მოთხოვნები:

,,პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება., 2018 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 175 000 (ასსამოცდათხუთმეტი ათასი) ლარისა.'' - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები