ახალი ამბები
ბოლო 24 საათში საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები 4-ჯერ განმეორდა
საქართველოში ბოლო 24 საათში 4 მიწისძვრა მოხდა, მათ შორის ერთი 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამებაა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მიწისძვრა 3-ჯერ დაფიქსირდა.

პირველი 23:42 საათზე, შემდეგ 3:19 საათზე და მესამე 5:44 საათზე, რომლის სიმძლავრემაც 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე ისევ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისძვრა იყო გუშინ საღამოს, 19:42 საათზეც
Print

სტატიის გამოყენების პირობები