ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა მარინა კოჩიევამ განაცხადა, რომ შაბათ-კვირას ჩატარდა 208 ნიმუშის კვლევა.

"დღევანდელი მონაცემებით, 726 ადამიანი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, 15 ადამიანი გამოჯანმრთელდა", - განაცხადა კოჩიევამ.

მისი თქმით, პანდემიის დაწყებიდან დაინფიცირებულთა რიცხვი 4606 ადამიანია, 3880 გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში პანდემიის დროს, 30 855 კვლევა ჩატარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები