ახალი ამბები
ქაცარავას თქმით, ბერშუეთის სიახლოვეს ახალი მავთულხლართები გაავლეს
ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას'' ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ბერშუეთის სიახლოვეს, ახალი მავთულხლართები რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძეზე გაავლეს.

საუბარია ბოლო ორი თვის პერიოდზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი ბორდერიზაციის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

,,ძველზე კი არაერთხელ აამოქმედეს ცხელი ხაზი და საკითხი დააყენეს ერგნეთის და ჟენევის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.'' - გვიპასუხეს სუს-ში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები