ახალი ამბები
ბიზნესმენი და სპორტსმენი ბორია გოგიჩაშვილი ატენის, ბოშურის, ლევიტანისა და ქვახვრელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ,,ქართული ოცნებიდან''
ბიზნესმენი ბორია გოგიჩაშვილი ატენის, ბოშურის, ლევიტანისა და ქვახვრელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ეს სოფლები გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

აქედან ატენი, ბოშური და ლევიტანა ტანას ხეობაშია. ყველა მათგანი მუნიციპალიტეტის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელიც მტკვრის ხეობის მარჯვენა მხარეს ეკუთვნის.

კანდიდატმა გუშინ, 18 აგვისტოს, შეხვედრები ტანას ხეობის სოფლებში ჩაატარა. ლევიტანაში გადაღებული ფოტოს მიხედვით, შეხვედრის დროს, კოვიდრეგულაციები არ იყო დაცული.

ბიზნესმენი და სპორტსმენი ბორია გოგიჩაიშვილი ამავე დროს შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტია. 2018 წლიდან გორი სპორტის სასახლის დირექტორად დაინიშნა.

2019 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ბორია გოგიჩაიშვილის კომპანიამ, შპს ,,საქართველომ'' მმართველ გუნდს 100 000 ლარი შეწირა. ბიზმესენი დაპატიმრებული იყო 2011 წელს.

,,ნაციონალური მოძრაობის'' ხელისუფლება მას სახელმწიფო სახსრების მითვისებას და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდა.

გამოძიება ირწმუნებოდა, რომ შპს საქართველომ მოსახლეობისგან ყურძნის შესასყიდად, გადასამუშავებლად და ტრანსპორტირებისთვის ბიუჯეტიდან გაცემული 2 მილიონი ლარის ნაწილი, კერძოდ 400 000 ლარი მიითვისეს და 3 500 ტონა საფერავის ნაცვლად 2 7000 ტონა შეიძინეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები