ახალი ამბები
მხოლოდ ერთ სოფელში მობილურმა ჯგუფმა 137 მოქალაქე ადგილზე აცრა - ქვემო ჭალა
კასპის სოფელ ქვემო ჭალაში, მობილურმა ჯგუფმა, ადგილზე 137 მოქალაქე აცრა. როგორც ადგილობრივი წარმომადგენელი აცხადებს, მოსახლეობამ მობილური ჯგუფი მეორედ გამოიძახა.

მოსახლეობის იმუნიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მობილურმა ბრიგადამ სოფლის ამბულატორიაში განახორციელა. ადგილობრივი მოსახლეობა სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით აიცრა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტს, დღეის მდგომარეობით მობილური ბრიგადების მიერ მუნიციპალიტეტში 382 მოქალაქეა აცრილი.

,,იმუნიზაციის პროცესი გრძელდება იმ სოფლებში, რომლის მოსახლეობამაც თავად გამოთქვა სურვილი.'' - აცხადებენ კასპის მერიაში.

სოფელი ქვემო ჭალა ის სოფელია, სადაც კორონავირუსი, სხვადასხვა ტალღის დროს, მასშტაბურად გავრცელდა და გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა.

იხ. ამავე თემაზე

კოვიდაფეთქება კასპის სოფლებში - მიზეზები და შედეგები
Print

სტატიის გამოყენების პირობები