ახალი ამბები
,,ევროპულმა საქართველომ'' გორის მერობის კანდიდატად ეთერ ჯალაღანია წარადგინა
,,ევროპულმა საქართველომ'' გორის მერობის კანდიდატად ეთერ ჯალაღანია წარადგინა. წარდგენა დღეს, 13 აგვისტოს, რიყის პარკში გაიმართა.

ეთერ ჯალაღანია მხოლოდ ,,ევროპული საქართველოს'' კანდიდატია. რაც შეეხება ხობსა და თერჯოლას, პარტიამ იქ საერთო ოპოზიციური კანდიდატები დაასახელა.

რაც შეეხება ეთერ ჯალაღანიას, მისი ბიოგრაფია ასეთია:

დაიბადა 1975 წლის 30 მარტს ქ. გორში: 1992 წელს დაამთავრა გორის N8 საჯარო სკოლა;
1991 -1992 წწ. სწავლობდა მართვის ინსტიტუტის მენეჯერთა სკოლაში;
1997 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო ეკონომიკურ -ჰუმანიტარული ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
1998 – 2002 წწ. სწავლობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სისხლის სამართლის მიმართულებით;
1998 – 2006 წწ. მუშაობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორის თანამდებობაზე;
1998 - 2000 წწ. მუშაობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი კადრების განყოფილების საქმის მწარმოებლად;
2000 – 2005 წწ. მუშაობდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სექტორის გამგედ;
2005 – 2007 წწ. სსიპ გორის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილედ;
2008 – 2010 წწ. იყო საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი;
2010 – 2014 წწ. იყო საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონალური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
2008 წლიდან - დღემდე ეწევა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმართველობის და საპრეზიდენტო არჩევნებში;
2019 წლიდან არის ,,ევროპული საქართველოს’’ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;
2021 წლიდან არის პოლიტიკური პარტია ,,ევროპული საქართველოს’’ პოლიტსაბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები