ახალი ამბები
ორი დოზით აცრის შემდეგ დაფიქსირებული გარდაცვალების შესახებ დასკვნა სექტემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება
საქართველოში, ორი დოზით აცრილი მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ, დასკვნა სექტემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება. ამის შესახებ დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს:

"ივნისი ბოლომდე ჩვენ არ გვქონდა არც ერთი შემთხვევა. გიდასტურებთ, რომ ივნისი შემდეგ არის დაკვირვება და შესწავლა რამდენიმე შემთხვევის… სპეციალური პროტოკოლია, როგორ უნდა შეისწავლო. გარდა მაგის, არის ეგრეთ წოდებული ვერბალური ავტოქსია – უნდა დაუკავშირდე მის ახლობლებს, კარგად გაიარო ისტორია და ნამდვილად თქვა, რომ ის ორჯერადი აცრის, 14 დღის შემდეგ დაიღუპა კოვიდთ. ასევე უნდა გაატარო ანალიზი კოვიდთან ერთად კიდევ რა იყო და მან ხომ არ გადასძლია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ანალიზს დავამთავრებთ სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებში და გამოვაქვეყნებთ", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ ორჯერადად აცრილი ერთი პირის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები