ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსით 2500-მდე ადამიანია ინფიცირებული - 25 აგვისტო
რეგიონში კოვიდინფექციის 2 469 აქტიური შემთხვევაა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის საინფორმაციო სააგენტო ,,გორის მაცნე'' ავრცელებს.

ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა მიაწოდა. ეკა ქორჩაშვილის თქმით, რეგიონში 2 981 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.

,,ინფექციის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 15 % გახლავთ. ბოლო 24 საათში 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში აქტიური შემთხვევების რიცხვი 2 469-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთაგან 1 917 პირი სახლში მკურნალობს, 552 კი მოთავსებულია სტაციონარში. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 2 981 მოქალაქე", - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

ქორჩაშვილის ინფორმაციით, შიდა ქართლში მასობრივი შეკრების ახალი კლასტერები არ ფიქსირდება.

,,მასობრივი შეკრებებიდან გავრცელებული ახალი კლასტერები არ გვაქვს, ინფექციის ბოლო ამგვარი გავრცელება გახლდათ გორის მუნიციპალიტეტში, როდესაც 7 აგვისტოს, სოფელ ზერტში გამართული ასკაციანი წვეულებიდან 19 პირს დაუდასტურდა ინფექცია", - აღნიშნა ქორჩაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები