ახალი ამბები
შიდა ქართლის კლინიკებში ვაქცინაცია 46 557 მოქალაქემ ჩაიტარა - 25 აგვისტო
15 მარტიდან დღემდე, შიდა ქართლის კლინიკებში აიცრა 46 557 მოქალაქე. მათგან ორი დოზით ვაქცინირებულია 12 736 ადამიანი, ხოლო ერთი დოზით - 33 821 მოქალაქე.

ინფორმაციას გორის მერიის საინფორმაციო სააგენტო ,,გორის მაცნე'' ავრცელებს, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი რეგიონში, ეკა ქორჩაშვილი ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, ვაქცინაციაზე დღიური გამტარობა გახლავთ 1 711.

,,გუშინდელი მონაცემებით, 24 აგვისტოს რეგიონში აიცრა 1 711 პირი, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვაქცინირებულთა აღნიშნული ციფრები, იგივე მთლიანი მაჩვენებელი - 47 557 არ არის მხოლოდ შიდა ქართლის მცხოვრები მოსახლეობა და ჩვენს რეგიონში ძალზე ბევრი იცრება თბილისსა თუ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებიც“, - განუცხადა გორის მერიის საინფორმაციო გვერდს ეკა ქორჩაშვილმა.

სინოფარმით აცრილია 17 249 ადამიანი, ასტრაზენეკათი - 4 321 პირი, ფაიზერით - 20 917 და სინოვაკით - 4 070 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები