ახალი ამბები
ამერიკელმა ბავშვებმა ბერშუეთელ თანატოლებს საჩუქრები გაუგზავნეს
გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

სამინისტროს ცნობით, ზღაპრის გმირებმა ბავშვებს ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და საახალწლო პროგრამა წარუდგინეს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ კი, აშშ-ს ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიაპორის წარმომადგენლების მიერ, სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები გადასცეს.

მანამდე საკონსულომ ნიუ-იორკში საქველმოქმედო ღონისძიება გამართა.

ამ ღონისძიებაზე აშშ-ში მცხოვრებმა ბავშვებმა შიდა ქართლში გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში მცხოვრები თანატოლებისთვის სხვადასხვა სახის საჩუქრები შეაგროვეს.

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით, საოკუპაციო ხაზის გასვწრივ მდებარე ბავშვებისთვის საჩუქრები გასულ წელსაც შეგროვდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები