ახალი ამბები
,,მივდივარ გახარიას გუნდში'' - გორის მერიის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი
გორის მერია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა და გახარიას გუნდში გადავიდა.

ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი შმაგი ხუბულური ,,ქართული ოცნებიდანაც'' წავიდა. ის ,,ოცნებას'' 2012-იანი წლებიდან უჭერდა მხარს.

,,მოკლედ, ვინც კარგად მიცნობს კარგად იცის თუ რა მაკავშირებს დღევანდელ ხელისიფლებასთან და ზოგადად ქართულ ოცნებასთან. ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის გაფეტიშება და გაკერპება. უბრალოდ მიმაჩნდა, რომ ოცნება იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო მძიმე წარსულის შეცვლა და მომა
ვალზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის შექმნა. ყოველთვის ვცდილობდი როგორც შეცდომების, ასევე წარმატებების ნაწილი ვყოფილიყავი და ჩემი წილი პასუხისმგებლობა გამეზიარა. თუმცა ბოლო პერიოდში იმდენად ჭარბობს შეცდომები წარმატებებს, რომ უბრალოდ რთულია ამას ასე მშვიდად უყურო ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა.'' - ასე იწყება მისი განცხადება, რომელიც დღეს დილით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისი თქმით, თვალშისაცემია ის ქმედებები, რასაც წინასაარჩევნოდ აკეთებს ხელისუფლება და ნათლად ჩანს, თუ როგორ ემსგავსება აღნიშნული წინამორბედს. აქ იგულისხმება ნაციონალური მოძრაობა.

,,ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან 9 წლის მანძილზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა მეკავა და უამრავი პროექტის და ღონისძიების ავტორი ვიყავით მე და ჩემი გუნდი, ძალიან მიჭირს იმ ადამიანების დატოვება, ვისთან ერთადაც უამრავი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული. თუმცა მე გადავწყვიტე დავტოვო თანამდებობა იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდა ჩემს სამსახურს ჩემს გამო რაიმე წინაღობა შეექმნას. მე ვუერთდები პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი მძიმე კრიზისულ პერიოდშიც ეფექტურად მართოს ქვეყანა, ვისაც შესწევს უნარი, დესტრუქციული პოლიტიკური სისტემა შეცვალოს უფრო პრაგმატული, განვითარებაზე და მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკურ მმართველობად. მე ვუერთდები გიორგი გახარიას გუნდს საქართველოსთვის და მათთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას მომავლისთვის. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ოცნებაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მინდა მათ ვთხოვო, კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ, არის კი ის ოცნება რასაც ოცნებობდით?! წარმატებებს გისურვებთ.'' - აღნიშნავს შმაგი ხუბულური.
Print

სტატიის გამოყენების პირობები