ახალი ამბები
ქარელსა და გორში გახარიას გუნდს მეპატრონეებმა ოფისი არ დაატოვებინეს
შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ოფისები გახსნა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ოფისების მეპატრონეებს მოსთხოვეს ხელშეკრულების გაუქმება.

,,გორის ოფისის მეპატრონეს, რომელიც არის შშმ პირი, აქვს შაქრიანი დიატები, რამდენჯერმე მიადგნენ და მოსთხოვეს პარტიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა, თუმცა, არ გაწყვიტა. ქარელის ოფისის მეპატრონემ შეთანხმების გაუქმებაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება ხაშურს, ანალოგიურად მიადგნენ ხაშურის ოფისის მეპატრონეს, რომელმაც ზეწოლის შედეგად, შეთანხმება გააუქმა მეორე დღესვე.'' - აღნიშნავენ პარტიაში.

ფოტოზე: ქარელის ოფისი


Print

სტატიის გამოყენების პირობები