ახალი ამბები
კასპის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ ოპოზიციას არ აცნობეს
კასპის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩაატარეს.

ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელმა ნუგზარ ნონიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აცნობა.

მისი თქმით, საქმე რიგგარეშე სხდომას ეხება, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის თანხის გამოყოფაზე იმსჯელეს, ხოლო მას დასწრების საშუალება არ მისცეს.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელს, ირმა კიტრიაშვილს საკრებულოს ოპოზიციის წევრებს დაუდასტურეს, რომ სხდომის შესახებ, არ აცნობეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები