ახალი ამბები
ავარია იგოეთთან - მანქანებში პატრულსა და სასწრაფოს ექიმებს არავინ დახვდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტობანზე. თბილისის მიმართულებით მოძრაობის ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

ერთ-ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე აღნიშნულია, რომ ის სარგებლობს სპეციალური საშვით.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა, თუმცა პოლიციას და ექიმებს მანქანებში მსხდომთაგან არავინ დახვდა.

სატრანსპორტო საშუალებების მფლობელები დაადგინეს, თუმცა ვინ იმყოფებოდნენ სალონში, პოლიცია იკვლევს.

გორი-თბილისის მონაკვეთზე (მე-60 კმ) მოძრაობა აღდგენილია.

გაგრძელება:

,,ავარიაში მონაწილე პირები გამოვავლინეთ, სხვა დეტალებზე მიმდინარეობს გამოძიება'' - შსს


Print

სტატიის გამოყენების პირობები