ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 254 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 28 აგვისტო
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 247 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 053 პირი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში - 1 755 შემთხვევა

აჭარა - 456

იმერეთი - 447,

ქვემო ქართლი - 295

შიდა ქართლი - 254

გურია - 121

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 304

კახეთი - 389

მცხეთა-მთიანეთი - 102

სამცხე-ჯავახეთი -86

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 693 საიდანაც 7 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 232, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 171.

მძიმე პაციენტია 1 624 პირი, მათ შორის, თბილისში - 695, აჭარაში - 159, იმერეთში - 336. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 40, იმერეთში - 26.

3 128 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 394 - თბილისში, 1 139 - აჭარაში.

4 619 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 540 449-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.23%.

, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 476 555.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 175 პირი ემსხვერპლა.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 107 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 902 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 645, პირი, აჭარაში - 7 103, იმერეთში - 4 486.
Print

სტატიის გამოყენების პირობები