ახალი ამბები
,,ავარიაში მონაწილე პირები გამოვავლინეთ, სხვა დეტალებზე მიმდინარეობს გამოძიება'' - შსს
გუშინ, საღამოს, დაახლოებით 23 საათზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები შსს-მ გამოავლინა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურიდან გვაცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ვერსიებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები გამოვლენილია.

როგორც qartli.ge წერდა, ავარიის გამო გამოძახებულ პატრულსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მანქანებში მსხდომთაგან არავინ დახვდა. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადის გარდა, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც იყვნენ, თუმცა ისინიც აცხადებდნენ, რომ არ იციან, სად არიან შემთხვევის მონაწილეები.

,,არავინაა, უფროსო, ადგილზე. ჩვენც აქ ვართ, ექიმებიც აქ არიან. სად არიან, არ ვიცით'' - ატყობინებდა პატრულის თანამშრომელი ზემდგომებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, თუმცა რომელი ქვეპუნქტით (9 ქვეპუნქტიდან: ჯანმრთელობის დაზიანება, ფსიქოტროპული თუ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვა და ა.შ.), ამის შესახებ არ გვითხრა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები