ახალი ამბები
რუსი სამხედროები სობისელ 3 ახალგაზრდას დასაკავებლად გამოკიდნენ
უკანონო დაკავების კიდევ ერთი მცდელობა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

29 აგვისტოს ივანე მარიკაშვილი, ორ მეგობართან ერთად, სოფელ ზემო სობისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობდა.

როგორც მარიკაშვილი იხსენებს, ოკუპირებულ სოფელ წინაგარას ბაზიდან ექვსი შეიარაღებული სამხედრო ძაღლებთან ერთად დაიძრა.

მისი თქმით, სამხედროებმა ავტომობილით ჯერ გამყოფი ხაზი გადმოკვეთეს, შემდეგ ახალგაზრდებს გამოეკიდნენ. ივანე მარიკაშვილი ჰყვება, რომ ოკუპანტებს სულ შემთხვევით გამოასწრო, რის შემდეგაც  დაემუქრნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა რაც მარიკაშვილი ოკუპანტებს პირისპირ შეხვდა. შემთხვევის ადგილზე ახლა ანტისაოკუპაციო მოძრაობა პატრულირებს, დავით ქაცარავა ამბობს, რომ ხელისუფლება მოქალაქეების უსაფრთხოებას საკუთარი კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეშიც კი ვერ უზრუნველყოფს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები