ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილის რამდენიმე ბილბორდი პარტიული ბილბორდით ჩაანაცვლეს
,,ქართულმა ოცნებამ'' ლადო ხინჩეგაშვილის რამდენიმე ბილბორდი პატიული ბილბორდით ჩაანაცვლა. სამუშაოები დღეს დილით დასრულდა.

გუშინ, გახარიას გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ ყველა ბილბორდი ლადო ხინჩეგაშვილის ფოტოებს უკავია. როგორც გახარიას პარტიის წარმომადგენელი მამუკა ფანიაშვილი აცხადებდა, ყველგან ლადოა გამოსახული და ეს პირიქით უფრო უარყოფითად მოქმედებდა მმართველი პარტიისთვის.

გორსა და ზოგადად რეგიონში თითქმის ყველა ბილბორდი კომპანია ,,ბაზას'' ეკუთვნის. ,,ქართულმა ოცნებამ'' სწორედ მათგან დაიქირავა ბილბორდი.

ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში, 22 აგვისტოს მდგომარეობით, მმართველმა პარტიამ 16 ბილბორდი დაიქირავა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები