ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში სასმელი წყლის რეზერვუარს კვლავ პრობლემები აქვს
გორის ჰოსპიტალში არსებულ რეზერვუარში სასმელი წყალი ისევ ბინძურდება. ამის გამო, კლინიკაში კვლავ ქალაქის ქსელიდან მიწოდებული წყლის გამოყენება უწევთ.

ეს კი, სავადმყოფოს ბიუჯეტს ძვირი უჯდება, რადგან ქალაქის წყალმომარაგების ქსელიდან წყლის გამოყენების გამო, ადმინისტრაცია გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას თვეში 35 000 ლარს ურიცხავს გადასახადის სახით.

ჰოსპიტალს კი საკუთარი ჭაბურღილი აქვს, რომლის წყლის მარაგი 100 ტონიან ავზში გროვდება. 2021 წლის ივლისში აღმოაჩინეს, რომ ავზიდან მიწოდებული წყალი დაბინძურებულია. ავზი ჯერ მოაპირკეთეს, თუმცა წვიმის დროს, წყალი ავზის ზედა ნაწილიდან კვლავ შიგნით ჟონავს.

,,სამხედრო ჰოსპიტლის სასმელი წყლით მომარაგება ხორციელდება სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არსებული 100 ტონიანი წყლის რეზერვუარიდან, რეზერვუარში ზემო ნაწილიდან იჟონება ატმოსფერული ნალექი, ბინძურდება რეზერვუარში არსებული წყალი და მის ხარისხზე აისახება უარყოფითად, რის გამოც შეუძლებელი ხდება მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა დაუყოვნებლივ მოეწყოს თუნუქის სახურავი ლითონის კარკასით.'' - აღნიშნავს კლინიკის ინჟინერი მოხსენებით ბარათში.

ავზის ხელახლა შეკეთება ჰოსპიტალს 13 000 ლარი დაუჯდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები