ახალი ამბები
გორში შემოსული ტურისტების მხოლოდ 2% ათევს ღამეს
გორში შემოსული ტურისტების მხოლოდ 2% ათევს ღამეს. ამის შესახებ გორის ტურიზმის სააგენტო იტყობინება. 

სააგენტოს ცნობი, ეს გარემოება გარკვეულწილად უარყოფითად მოქმედებს ზოგიერთი ტურისტული ობიექტის და ქალაქის ეკონომიურ მდგომარეობაზე.

,,ქ. გორსა და სოფლებში 50 - მდე საოჯახო სასტუმრო მოქმედებს,  მაგრამ მათი საწოლების მაქსიმალური რაოდენობა 55 - ს არ აღემატება, მაშინ როცა ტურისტულ ჯგუფებს გორში რომ დარჩნენ ღამისთევით, მინიმუმ 250 - 300 ადგილიანი სასტუმრო ესაჭიროებათ. არ გვაქვს ღამის ქალაქი, საღამოს 7 საათის შემდეგ ფაქტიურად ქალაქი წყვეტს აქტიურ ცხოვრებას, რაზეც უამრავმა ტურისტმა გამოთქვა გულისწყვეტა'' - აღნიშნულია ტურიზმის სააგენტოს ანგარიშში, რომელიც გორის საკრებულოს გაუგზავნეს.

ანგარიშს 10 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

ორში ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალი 2019 წელს იყო.

2017 წელს - 280 551 ტურისტი შემოვიდა.
2018 წელს - 456 556 ტურისტი შემოვიდა.
2019 წელს - 513 250 ტურისტი შემოვიდა.

რაც შეეხება პანდემიის პერიოდს:

2020 წლის 03 იანვრიდან - 2021 წლის 03 იანვრამდე სულ მთლიანად დამთვალიერებელთა რიცხვმა 20 612 შეადგინა, მათ შორის - 11 133 უცხოელი ტურისტი.

2021 წლის 01 იანვრიდან - 03 აგვისტომდე შემოვიდა: 50 768 ვიზიტორი, მათ შორის - 37 304 უცხოელი ტურისტი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები