ახალი ამბები
ხაშურის ,,ივერია'' იმერეთის ჩემპიონი გახდა
2021 წლის 9 სექტემბერს, ხაშურის ,,ივერია'' იმერეთის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ფინალი ხაშურის სოფელ ცხრამუხის სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხაშურის ,,ივერია'' და ამბროლაურის ,,რაჭა'' შეხვდა.

იმერეთის ღია ჩემპიონატი, ფეხბურთში, 2007 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის, მიმდინარეობდა.

ანგარიში : 2:0 დასრულდა.

1 გოლი დაჩი მაისურაძემ გაიტანა.
1 გოლი ლუკა პაპასკირმა გაიტანა.

მწვრთნელები: ვახტანგ ჯაფარაშვილი. მევლუდ ლომიძე
Print

სტატიის გამოყენების პირობები