ახალი ამბები
ტახტისძირის სიახლოვეს რუსეთის სამხედროებმა მავთულხლართები გააბეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ტახტისძირის სიახლოვეს მავთულხლართები გააბეს.

საოკუპაციო ხაზი, ტახტისძირსა და გვირგვინას შორის, ახლა რკინის ბადეზე გადის.

როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის, ,,ძალა ერთობაშია"-ს ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციები არასდროს ყოფილა.

ტახტისძირსა და გვირგვინას შორის მანძილი სულ რაღაც რამდენიმე ერთეული კმ-ია. ტახტისძირი ქარელის მუნიციპალიტეტს, ხოლო გვირგვინა - ოკუპირებულ ზნაურის (ყორნის) რაიონს ეკუთვნის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები